Friday, April 16, 2010

პროექტი





მთავარი იდეა
რაჭა და რაჭველები


მნიშვნელობა/აქტუალობა
ჯგუფი თანამშრომლობს თანატოლებთან და მოზრდილებთან საერთო ინტერესების განსახორციელებლად, მონაწილეობს საზოგადოების კეთილდღეობის ხელშემწყობ საქმიანობაში.
ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაახლოებას, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ სირთულეების გადალახვას და დამოუკიდებელ მუშაობას. ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ რაჭაზე, შექმნიან ფოტოალბომს, ჩანახატებს, ბლოგს შექმნილი მასალების მიხედვით, შეადარებენ ტრადიციებს, აიღებენ ინტერვიუს, გააკეთებენ ვიდეო-ფილმს.

მიზნები და შედეგები
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე: ჯგუთან ერთად ადგენს მისთვის მისაღები პიროვნული თვისებების ჩამონათვალს და გამოთქვამს მოსაზრებებს ამ თვისებების განვითარების შესაძლებლობაზე;
მსჯელობს იმ თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

შეფასების საგანი და პროცედურები

რაჭის ნახვა, მისი შესწავლა, მოძიებული მასალის დემოსტრირება

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ინფორმაცია რაჭის შესახებ
http://wikipedia.org/

სასწავლო პროექტის მსვლელობა

1)თემის შერჩევა
2) საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
3) პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში
4) პროექტის შემაჯამებელი შეფასება
5) შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პროექტზე მუშაობდა ჯგუფი 1 თვის მანძილზე.